თბილისის 99-ე საჯარო სკოლაში ფესტივალი – „შეთავაზება“ გაიმართა (ვიდეო, ფოტოკოლაჟი)

თბილისის 99-ე საჯარო სკოლაში სასკოლო ფესტივალი „შეთავაზება“ გაიმართა. პროექტში ჩართული იყო 5 საჯარო სკოლის (99-ე, 106-ე, 85-ე, 97-ე და 81-ე) 300 მოსწავლე. ამავე დღეს, 99-ე საჯარო სკოლაში გაიხსნება საგანმანათლებლო პროექტ „პარალელური კლასის“ გამოფენა – „Geoმეტრია“.
როგორც „კვირას“ 99-ე საჯარო სკოლის დირექტორმა ნინო მესხიშვილმა განუცხადა, ფესტივალ „S.U.99.E.S.T.“-ის მიზანი იყო, დაეგმო ძალადობა ახალგაზრდებს შორის, მათ გაერთიანებისკენ მოეწოდებინა. განიხილული იყო ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა – ბულინგის პრევენცია, ჯანსაღი კომუნიკაცია, პოზიტიური ურთიერთობა და თანამშრომლობა სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს შორის, ზოგადი განათლება, ეკოლოგია, სპორტული აქტივობა, ხელოვნების სხვადასხვა დარგის განვითარება და პოპულარიზაცია, მოსწავლეთა თვითმმართველობისა და თვითგანვითარების ხელშეწყობა, შშმ პირების გარემოსთან და სკოლის სივრცესთან ადაპტირება, მოსწავლეებში ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.
ფესტივალის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი აქტივობები: პლენერზე ხატვა, გრაფიკული და ფერწერული ნახატების, გამოყენებით-დეკორაციული ხელოვნების, ხალხური რეწვის ნამუშევრების გამოფენა, სხვადასხვა სახის სპორტული აქტივობები: ხელბურთი, ტანვარჯიში, ფეხბურთი, მხიარული სტარტები, მოკლე მანძილში სირბილი, ჭადრაკის ჩემპიონატი. სხვადასხვა სახის ცეკვა: ჰიპ-ჰოპი, ქართული-ხალხური, სამეჯლისო…. მუსიკალური ნომრები: ხალხური გუნდი, საესტრადო, პოპმუსიკა, ცოცხალი ბენდები, მხატვრული კითხვა, თეატრალური წარმოდგენები და გასართობი თამაშები.
ფესტივალის ორგანიზატორების თქმით,  ფესტივალის სამზადისის პერიოდში აქტიურად ეხმარებოდა 99-ე საჯარო სკოლა და მისი დირექტორი, რომლის აქტიური გვერდში დგომით და ფინანსებითაც ჩატარდა ფესტივალი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები