“ქართული ოცნების” წევრს, ტარიელ აროშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით, 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ საკრებულოში “ქართული ოცნების” წევრს, ტარიელ აროშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით, 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილებას ადვოკატი მერაბ ფუტკარაია უსამართლოს უწოდებს.
„ეს გადაწყვეტილება იყო არასამართლიანი. ნაკლებად მძიმე დანაშაულია და არასამართლიანად მიმაჩნია 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდება. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იყო აღელვებული და ქათამაძეს ესროლა მაგიდის დროშის სადგამი. იგი ნაწილობრივ აღიარებს დანაშაულს”,- აცხადებს ადვოკატი მერაბ ფუტკარაია.
ოზურგეთის საკრებულოში ინციდენტი რამდენიმე დღის წინ მოხდა. საქმე ეხება ოზურგეთის საკრებულოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ბესიკ ქათამაძის ცემის ფაქტს. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი მუხლით აღიძრა, რაც ცემას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები