თბილისის მოსახლეობის  ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის თბილისის მოსახლეობის  ნაწილს გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
„თელასის“ ცნობით, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წინამძღვრიშვილის (ნაწილობრივ) და ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის II მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები