ქართველიშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის სავარაუდო ეჭვმიტანილი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს

ქართველიშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ეჭვმიტანილი პირი, რომელიც საავადმყოფოში პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა, პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის შემდეგ, სავარაუდო ეჭვმიტანილი სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოში იყო მოთავსებული.
შეგახსენებთ, რომ თბილისში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.
ორ ახალგაზრდას შორის დაწყებული შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რის შემდეგაც ერთმა მეორეს ბლაგვი საგნით, სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები