პრეზიდენტი: პრემიერ-მინისტრად მმართველი გუნდის პარტიის ლიდერი უნდა დასახელდეს

“მოვუწოდებ საქართველოში პასუხისმგებლიან პოლიტიკურ ძალებს, მათ შორის, მმართველ პარტიას, – ყველაზე მეტად, აიღონ პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე და დაასახელონ პრემიერ-მინისტრად ის ადამიანი, რომელიც არის პარტიის ლიდერი”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში, კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობა ძალიან კარგი, საინტერესო და ეფექტური იყო.
„ბიძინა ივანიშვილთან ვმუშაობდი მე, როგორც მინისტრი და თანამშრომლობა ძალიან კარგი, საინტერესო და ეფექტური იყო, მაგრამ ეს მასკარადი, როდესაც ინიშნებიან ადამიანები და რეალურად გადაწყვეტილების მიმღები თურმე არის პარტია და ეს არ გამოიხატება რეალურ ცხოვრებაში, ჩემი აზრით, ავნებს საქართველოს, ავნებს საქართველოს ევროპულ არჩევანს და ავნებს საქართველოს სტაბილურობას“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები