კახა კალაძე: არ შემიძლია არ აღვნიშნო ახალგაზრდების ერთობა 13 ივნისს მომხდარი ტრაგედიის დღეებში

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, სამი წლის წინ, 13 ივნისს მომხდარი ტრაგედია გაიხსენა. მან ახალგაზრდებს მიმართა და აღნიშნა, რომ თავისუფლების ჟინი, ერთობა და მიზანსწრაფულობა არასოდეს უნდა დაკარგონ.
„დღეს 13 ივნისია და ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ არ გავიხსენოთ ის, თუ რა მოხდა სამი წლის წინ. ჩვენ დავკარგეთ ადამიანები. ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ შესაძლებელია ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, ის რაც დაინგრა, აღდგეს, მოწესრიგდეს, გალამაზდეს, თუმცა ადამიანების სიცოცხლეს, სამწუხაროდ, ვერ დავაბრუნებთ. ასეთ ჭრილობებს დრო ნამდვილად ვერ აშუშებს, უბრალოდ ვეჩვევით ამ ჭრილობებით ცხოვრებას. მე არ შემიძლია არ აღვნიშნო ახალგაზრდების ერთობა, სოლიდარობა იმ დღეებში. თითოეულ ჩვენგანს ძალიან კარგად გვახსოვს, თუ როგორი იყო თანადგომა და როგორ ვიყავით გაერთიანებული თითოეული ჩვენგანი, როგორ ვმუშაობდით. ვაკეთებდით ყველაფერს, რომ მოგვეწესრიგებინა ის, რაც დანგრეული და გაუბედურებული იყო. მინდა, მივმართო ახალგაზრდებს, რომ მართლაც საოცარი თაობა მოდიხართ და გისურვებთ, რომ ეს თავისუფლების ჟინი, ერთობა და მიზანსწრაფულობა არასოდეს დაგეკარგოთ”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები