არჩილ თალაკვაძე: ვიმსჯელეთ მიმდინარე საკითხებზე, გაეროს ეგიდით ჩატარებულ კვლევებზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის არჩილ თალკვაძის ინფორმაციით, დღევანდელ შეკრებაზე სამთავრობო ცვლილებების საკითხის განხილვა არ ყოფილა.
“ვიმსჯელეთ მიმდინარე საკითხებზე, გაეროს ეგიდით ჩატარებულ კვლევებზე. ჩვენი თანამოქალაქეების ნაწილი პრობლემების წინაშეა და ისინი საჭიროებენ კონკრეტულ გეგმას ხელისუფლებიგან, სწორედ ამ საკითხებზე ვიმსჯელეთ დღევანდელ შეხვედრაზე.
სამთავრობო ცვლილებების საკითხის განხილვა დღევანდელ სხდომაზე არ ყოფილა. თქვენ იცით, რომ ჩვენი გუნდისთვის მაღალი სტანდარტის შენარჩუნება პრიორიტეტულია, შესაბამისად, ჩვენ ველოდებით შესაბამის გეგმას”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების“ ოფისში, მმართველი გუნდის წევრები სამი საათის განმავლობაში იყვნენ შეკრებილნი. შეხვედრაში მონაწილეობდა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები