ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სამოქალაქო სექტორის ჩრდილოვან ანგარიშებს მოუსმინა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საქართველოს პარლამენტში პირველად, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ ე. წ. ჩრდილოვან ანგარიშებს მოუსმინეს. სოფო კილაძის განცხადებით, ამ ნაბიჯით, კომიტეტი მნიშვნელოვან პრეცენდენტს ქმნის საპარლამენტო პრაქტიკაში, რაც პარლამენტის ღიაობის და ზოგადად,  ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტის გაუმჯობესებას ემსახურება.

„მიმაჩნია, რომ ალტერნატიული ანგარიშების საპარლამენტო პლატფორმის შეთავაზება მნიშვნელოვანი გზავნილია კომიტეტის მხრიდან ადამიანის უფლებების დაცვაზე ზრუნვის თვალსაზრისით. ვიმედოვნებ, კომიტეტის ამ ინიციატივით, ძალიან კარგ პრაქტიკას ჩავუყრით საფუძველს საქართველოს პარლამენტში”,- განაცხადა სოფო კილაძემ.

საქართველოში ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა თავიანთი ანგარიშები  წარმოადგინეს როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო  სამოქმედო გეგმის, ასევე ადამიანის უფლებათა სხვადასხვა მიმართულებებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები