ანრი ოხანაშვილი: დასაფასებელია, როდესაც ასეთი ხარისხის ნდობა არსებობს

საპარლამენტი უმრავლესობის წევრი, ანრი ოხანაშვილი თბილისის მერიასა და მეტროს თანამშრომლებს შორის მიღწეულ შეთანხმებას ეხმაურება. მისი თქმით, დასაფასებელია, როდესაც ასეთი ხარისხის ნდობა არსებობს და ყველა მხარე საბოლოო ჯამში თანხმდება ისეთ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ქალაქისა და მოქალაქეების ინტერესებზეა ორიენტირებული.

“მისასალმებელია, რომ თბილისის მერთან მეტროს თანამშრომლების მოლაპარაკება საზოგადოებისთვის დადებითი შედეგით დასრულდა და მეტრომ მუშაობა აღადგინა. დასაფასებელია, როდესაც ასეთი ხარისხის ნდობა არსებობს და ყველა მხარე საბოლოო ჯამში თანხმდება ისეთ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ჩვენი ქალაქისა და მოქალაქეების ინტერესებზეა ორიენტირებული. ნიშანდობლივია, რომ თბილისის მერიამ და მეტროს მემანქანეებმა გამოიჩინეს სახელმწიფოებრივი ხედვა და ჩვენ საზოგადოებას გაუწიეს ანგარიში”,- განაცხადა ოხანაშვილმა.

დედაქალაქში, მეტრომ მუშაობა დღეს, 14:00 საათზე განაახლა. მერიამ მემანქანეებს მისცა პირობა, რომ ხელფასების გაზრდის საკითხს  2019 წელს დაუბრუნდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები