მამაკაცს, რომელმაც მეუღლეს დანა ესროლა და მუცელში დაჭრა, 4 წელი მიუსაჯეს

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ბრალდებული მ.ყ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-117-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლო  პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 4 თებერვალს, დაახლოებით 19:30 საათზე, ქალაქ ზუგდიდში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა, ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევმა მ.ყ.-მ, მისსავე საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის დროს მეუღლეს – ე.ჭ.-ს დანა ესროლა, რის შედეგადაც დაზარალებულმა მუცლის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო.

სამართალდამცველებმა მ.ყ. შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111-117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ოჯახის წევრის  მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მ.ყ. დამნაშავედ  ცნო წარდგენილ  ბრალდებაში და განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები