წერეთელზე ცოლ-ქმარს ესროლეს – მამაკაცი გარდაიცვალა, ქალი საავადმყოფოშია

თბილისში, წერეთლის გამზირზე, ცოლ-ქმარს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, რის შედეგადაც, კაცი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო 32 წლის ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შემთხვევა დღეს, დაახლოებით 2 საათის წინ მოხდა.
ამ წუთებში, ქირურგიის ეროვნულ ცენტრში, 32 წლის ქალს ოპერაციას უკეთებენ.
მათივე ინფორმაციით, ქალს ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული გამავალი ჭრილობა აღენიშნებოდა.
არსებული ინფორმაციით, დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი უბნის ინსპექტორია.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია 1 პირი.
გამოძიება 11-პრიმა-19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, ორი ან მეტი პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები