თუშეთის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, თუშეთის მიმართულებით მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე, სადაც ზამთარში მეწყერი ჩამოვიდა და მდინარე ალაზანი დაგუბდა, დროებითი გზა მოეწყო.

ამ ეტაპზე, უსაფრთხოების მიზნით, ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ12-კმ72 მონაკვეთზე, მაღალი გამავლობის ავტოტარნსპორტი იმოძრავებს შეზღუდულ რეჟიმში. ამავე გზის, კმ1-კმ11 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები