აშშ-ს ვიცე პრეზიდენტი იანუკოვიჩს მოუწოდებს უარი თქვას საგანგებო მდგომარეობის შემოღებაზე

   აშშ-ს ვიცე პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს მოუწოდა, უარი თქვას ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღებაზე. ვიცე პრეზიდენტ ბაიდენის თქმით, საგანგებო მდგომარეობა კიდევ უფრო გაამწვავებს სიტუაციას. ამის შესახებ ბაიდენმა იანუკოვიჩს სატელეფონო საუბრისას განუცხადა.
ამასთან, აშშ-ს ვიცე პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენს კიევის ქუჩებიდან სპეცდანიშნულების რაზმის გაყვანისა და უკრაინელი ხალხის უკმაყოფილებაზე პასუხის გაცემისკენ მოუწოდა. ჯოზეფ ბაიდენის განცხადებით, დაუშვებელია დროის დაკარგვა უკრაინის ხელისუფლებასა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირების მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხში. შეგახსენებთ, რომ ძალადობის გაგრძელების შემთხვევაში აშშ არ გამორიცხავს უკრაინის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები