მერაბ კოსტავასადმი მიძღვნილი ახალი წიგნის წარდგენა გაიმართება

26 მაისს მერაბ კოსტავას 79 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, 17:00 საათზე,  „არტანუჯი“ მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმში სერია „თან საკითხავის“ ახალ წიგნს „მერაბ კოსტავას“ წარადგენს.
ორგანიზატორების თქმით, ამ წიგნში მერაბ კოსტავას თავგადასავალია მოთხრობილი – ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი კაცისა, რომელმაც ცხოვრებისა და ულმობელი სისტემის ყველაზე სასტიკ გამოცდებს გაუძლო.
ბავშვობა, ოჯახი, 1956 წლის პირველი პროტესტი დიქტატურის წინააღმდეგ, და იმ დროიდან მოყოლებული დისიდენტური და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წინამძღოლობა ზვიად გამსახურდიასთან ერთად; პატიმრობა, გადასახლება, უმკაცრესი პირობების საბჭოთა გულაგებში გატარებული ათი წელი და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დატრიალებული ეპოქალური ამბები…
კრებული შეადგინეს კახმეგ კუდავამ და ნინო ოდილავაძემ.
მისამართი: თბილისი, ზანდუკელის N1.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები