საჯარო ლექცია საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეს ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აგრძელებს კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიების ციკლს.საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებულინატოსა და ევროკავშირის შესახებსაინფორმაციო ცენტრში
გაიმართა საჯაროლექცია თემატიკაზე – საქართველოსდამოუკიდებლობის საერთაშორისოაღიარების ისტორიიდან, რომელიც ისტორიისმეცნიერებათა დოქტორმა, თსუ-ს პროფესორმა დიმიტრი შველიძემ წაიკითხა.
დიმიტრი შველიძემ ისაუბრა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დე ფაქტო და დე იურე აღიარების საკითხებზე, რაც იმდროისთვის ქვეყნის საგარეო პოლიტიკის უპირველესი საზრუნავი იყო. საჯარო ლექციის ფარგლებში, დიმიტრი შველიძემ ასევე ისაუბრა ამ მიმართულებით საქართველოს დიპლომატიური სამსახურის ძალისხმევაზე.
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის დიმიტრი შველიძის გამოკვლევები ეხება XIX-XX საუკუნეების პოლიტიკური პარტიების, ქართველი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის, ეროვნული სახელმწიფოს აღდგენისათვის ბრძოლის ისტორიის პრობლემებს. გამოქვეყნებული აქვს არაერთი ნაშრომი, მისი ხელმძღვანელობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიკოსმა სტუდენტებმა მოამზადეს საგაზეთო ინფორმაციების კრებული სათაურით „დამოუკიდებლობის 1028 დღე. პირველი რესპუბლიკის ყოველდღიური მატიანე. 1917-1921“.
საიუბილეო თარიღის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტრო, სხვა უწყებებთან ერთად აქტიურად არის ჩართული ქვეყნის მასშტაბით შემეცნებითი, კულტურული და საზოგადოებრივი აქტივობების ჩატარებაში. საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიის ამ მნიშვნელოვანი პერიოდის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით, საგარეო უწყების ორგანიზებით, აღნიშნულ თემატიკაზე დაგეგმილია საჯარო ლექციების, ისტორიული ფოტო გამოფენების, ღია კარის დღეებისა და სტუდენტური შეჯიბრების ჩატარება.
დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ სრული ინფორმაცია განთავსებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ და სოციალური ქსელების გვერდებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები