საქართველო-ისრაელს შორის საინვესტიციო კავშირების განვითარების მიზნით მიზნობრივი კვლევა ჩატარდება

საქართველო-ისრაელს შორის საინვესტიციო კავშირების შემდგომი განვითარებისა და ისრაელის ბიზნეს-წრეებში ცნობიერების ამაღლების მიზნით მიზანშეწონილობის კვლევის ჩატარებას ვიწყებთ, – განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოში ვიზიტით მყოფ ისრაელის ეკონომიკისა და ინდუსტრიის მინისტრ ელი კოენთან შეხვედრაზე. მისი თქმით, მიზნობრივ კვლევას სრულ მხარდაჭერას უცხადებს „ისრაელის ექსპორტის ინსტიტუტი”.
როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, კვლევა ისრაელის ინვესტორებისთვის განსაზღვრავს კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებსა და შესაძლებლობებს საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში.
„გვაქვს რა გამორჩეული გეოპოლიტიკური მდებარეობა ევროპისა და აზიის გასაყარზე და ასევე, სტაბილური და მიმზიდველი ბიზნეს გარემო და საინვესტიციო კლიმატი, ჩვენი მიზანია, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს რეგიონული ეკონომიკის მშენებლობაში”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები