ბრიტანელი ბიზნესმენები: „ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიას“ წილების გადაფორმებით მიხეილ სააკაშვილი იყო დაინტერესებული!

„ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიას“ წილების გადაფორმებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი – მიხეილ სააკაშვილი იყო დაინტერესებული“, – ამის შესახებ ბრიტანელმა ბიზნესმენებმა, დეივიდ და ჯილიან ჰისებმა თბილისის საქალქო სასამართლოში განაცხადეს და გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება დაადასტურეს.

როგორც დევიდ და ჯილიან ჰისებმა სასამართლოზე აღნიშნეს, საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თანაშემწის, გიგა ბედენეიშვილის ინიციატივით, მას ლონდონში, სასტუმრო „ბერკლიში“ შეხვდნენ, სადაც სააკაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ბრიტანეთში ოფიციალური ვიზიტის დროს, 2004 წლის ივლისში იმყოფებოდა. ბრიტანელი ბიზნესმენების განცხადებით, ამ შეხვედრას გიგია ბედინეიშვილთან ერთდ, მიხეილ სააკაშვილიც ესწრებოდა.

როგორც ჰისებმა სასამართლოს განუმარტეს, შეხვედრაზე გიგა ბედინეიშვილმა განაცხადა, რომ „ომეგას“ ოფისებიდან ჯარი მხოლოდ მაშინ გავიდოდა, როცა „ომეგა ჯგუფი“ 51%-იან წილს მთავრობისგან ნომინირებულ პირს უსასყიდლოდ გადასცემდა. როგორც ბრიტანელმა ბიზნესმენებმა აღნიშნეს, შეხვედრაზე მხოლოდ გიგა ბედინეიშვილი საუბრობდა, სააკაშვილი კი ჩუმად იყო. ბრიტანელი ბიზნესმენის, დევიდ ჰისის თქმით, ვინაიდან 2004 წლის მოვლენების დროს „ომეგა ჯგუფის“ ბიზნესპარტნიორი იყო, მის ინტერესში შედიოდა, რომ „ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიას“ მიმართ განხორციელებული უკანონობა აღკვეთლიყო.

შეგახსენებთ , რომ მთავარმა პროკურატურამ „ომეგა ჯგუფის“ წინააღმდეგ განხორციელებული ზეწოლის საქმეზე გამოძიება 2013 წელს დაიწყო, თუმცა ტელეკომპანია „იბერიას“ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო, რომელსაც მთავარი საგამოძიებო უწყება სამი წელი იძიებდა. ამ ხნის განმავლობაში, არაერთი მოწმე დაიკითხა, გამოძებას ჩვენებები „ომეგა ჯგუფის“ და შესაბამისად, ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებლებმაც მისცეს.

„იბერიას“ საქმე განსახილველად სასამართლოს 2016 წლის ზაფხულში გადაეცა, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესები ჭინურდება და თითქმის 2 წელია მიმდინარეობს. „ომეგა ჯგუფის“ საქმის გამოძიება კი მთავარ პროკურატურაში ამ დრომდე გრძელდება.

„იბერიას“ ლიცენზია 2013 წელს მოდიფიცირებული სახით (სპეციალიზებული/გასართობი) დაუბრუნდა. ტელევიზია ეთერში ორი წლის წინ, საერთო მაუწყებლობით დაბრუნდა. „იბერიას” საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 17 მასისს განახლდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები