საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება ზესტაფონში

ზესტაფონში ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება: ჭანტურიასა და აღმაშენებლის ქუჩის კვეთაზე, ფაბრიკის მიმდებარე ტერიტორიასთან, ავტოსაგზაო–მარეგულირებელი წრის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში მოხდა წრის მოპირკეთება და გამწვანება, დაიდგა დეკორატიული საათი ღამის განათების ეფექტით, მოეწყო გზაგამყოფი ბილიკები. ასევე გრძელდება ზებრა გადასასვლელების დახაზვა.
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და უშუალოდ მისი ღირებულება 93969 ლარია.
„ავტოსაგზაო–მარეგულირებელი წრის რეაბილიტაცია, გზაგამყოფი ბილიკები, ისევე როგორც ზებრა გადასასვლელები, არა მხოლოდ ქალაქის იერსახის შენარჩუნებას ჭირდება, პირველ რიგში, ფეხით მოსიარულეთა და უსაფრთხო სატრანსპორტო მოძრაობის უზრუნველყოფას ემსახურება“– ამბობს მერის პირველი მოადგილე, დავით ჩირგაძე.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები