მერაბ ქვარაია: ზაზა გაბუნიას ინიციატივა ქართული თვითმმართველობის ისტორიაში სიახლეა

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მერაბ ქვარაია, ზაზა გაბუნიას ახალ ინიციატივას ეხმაურება.
“ფორუმი, რომელიც რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას ინიციატივით ხვალ ფუძნდება, არის სიახლე ქართული თვითმმართველობის ისტორიაში. ის უნდა გახდეს დიალოგის კიდევ ერთი შესაძლებლობა, მუდმივმოქმედი ფორმატი, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას პერიოდულად შეჯერდეს საჭიროებები და გამოწვევები , რომელიც ჩვენი მოსახლეობის, იმავდროულად ცენტრალური ხელისუფლების – როგორც საკანონმდებლო ასევე აღმასრულებელის და ადგილობრივი თვითმმართველობების წინაშეა. ფორუმი ასევე ხელს შეუწყობს თვითმმართველობის შემდგომი რეფორმის, დეცენტრალიზაციისა და უფლებრივი გაძლიერების დაანონსებულ პროცესს”,- აღნშნა მერაბ ქვარაიამ.
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას ინიციატივით, „ყოველწლიური ფორუმი-სახელმწიფო და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ინსტიტუციური დიალოგი” ფუძნდება, რომლის პირველი შეხვედრა 5-6 მაისს ახალციხეში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები