საქართველოს პრეზიდენტი არმენ სარქისიანს ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილსა და სომხეთის პრეზიდენტს არმენ სარქისიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. სატელეფონო საუბრისას, რომლის ინიციატორი სომხეთის პრეზიდენტი იყო, ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა საქართველო – სომხეთის ურთიერთობები განიხილეს.

საქართველოს პრეზიდენტს არმენ სარქისიანმა სომხეთში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. აღინიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ყურადღებით ადევნებს თვალს სომხეთში მიმდინარე პროცესებს და საქართველოსათვის უაღრესად მნიშვნელოვანია მეზობელი სახელმწიფოს კეთილდღეობა.

არმენ სარქისიანმა გიორგი მარგველაშვილთან საუბრისას, დაადასტურა საქართველოში ვიზიტი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მიზნით 26 მაისს შედგება.

სომხეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სიამოვნებით ეწვევა საქართველოს და გაიზიარებს ქართველი ხალხის საზეიმო განწყობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები