მამუკა ბახტაძე აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტსა და გენერალურ დირექტორს შეხვდა

საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან, ვენჩაი ჟანგთან და ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორთან, ვერნერ ლიპახთან გამართული შეხვედრისას.

შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ADB-ის მტკიცე და მზარდ პარტნიორობას საქართველოსთან. განხილვის საგანი იყო ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, წყლისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია/მშენებლობის, ასევე, მუნიციპალური და საქალაქო ინფრასტრუქტურის მიმართულებით საქართველოსა და ADB-ის თანამშრომლობის საკითხები.  აღინიშნა აზიის განვითარების ბანკის მხრიდან გაწეულ მნიშვნელოვან დახმარებას საპენსიო რეფორმის, კერძო და საჯარო პარტნიორობის სისტემის ჩამოყალიბებისა და კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით.

ფინანსთა მინისტრმა ADB-ის ხელმძღვანელებს მადლობა გადაუხადა ქვეყანისთვის აღნიშნული პრიორიტეტული მიმართულებების მხარდაჭერისთვის. თავის მხრივ, ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა და ბანკის გენერალურმა დირექტორმა  დაადასტურეს ADB-ის მისწრაფება მხარი დაუჭიროს საქართველოს ეკონომიკის შემდგომ განვითარებას.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე მონაწილეობს აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს 51-ე წლიურ შეხვედრაში, რომელიც ფილიპინებში,  მანილაში მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ბანკის მმართველთა საბჭოში საქართველოს სწორედ ფინანსთა მინისტრი წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები