მამუკა ბახტაძე აზიის განვითარების ბანკის ალტერნატიულ დირექტორს შეხვდა

აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე აზიის განვითარების ბანკის ალტერნატიულ დირექტორს, სკოტ დოუსონს შეხვდა. მხარეებმა სახელმწიფო და კერძო სექტორში ბანკის დაფინანსებით საქართველოში მიმდინარე, ასევე, სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები მიმოიხილეს.

„ჩვენთვის დიდი პატივია აზიის განვითარების ბანკში საქართველოს ფინანსთა მინისტრის ხელმძღვანელობით ფინანსთა სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი. პრეზიდენტ ნაკაოსთან და ბანკის სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს, ქართულ მხარესთან გვქონდა ძალიან პროდუქტიული დისკუსია. ვფიქრობ, ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება საქართველოს მეტი განვითარების მიზნით”, – განაცხადა აზიის განვითარების ბანკის ალტერნატიულმა დირექტორმა, სკოტ დოუსონმა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სივრცითი განვითარების რეფორმის ფარგლებში მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სადაც აზიის განვითარების ბანკი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი დონორია, ასევე, ხაზი გაესვა, რომ ბანკის მიერ ენერგეტიკის, წყლისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია/მშენებლობის, მუნიციპალური და საქალაქო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით გამოყოფილი თანხები, მიზნად ისახავს ქვეყანაში ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობასა და  სიღარიბის დაძლევის დაჩქარებას, რაც მნიშნელოვანია არა მხოლოდ საქართველოს ეკონომიკის განვითარების, არამედ რეგიონული თვალსაზრისითაც.

საქართველო აზიის განვითარების ბანკის წევრი 2007 წლიდან არის. დღეის მდგომარეობით, ADB-ის მიერ საქართველოსათვის გამოყოფილი დაფინანსების ოდენობა, დაახლოებით, 2.4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები