16 წლის გოგონა, რომელიც თემქაზე, მე-6 სართულიდან გადმოვარდა, საავადმყოფოში გარდაიცვალა

16 წლის გოგონა, რომელიც რამდენიმე დღის წინ თემქაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულიდან გადმოვარდა და მკურნალობდა, საავადმყოფოში გუშინ გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ თემქაზე საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულიდან გოგონა რამდენიმე დღის წინ გადმოვარდა.
მოზარდი, მიღებული ტრავმებით, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. გოგონა ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები