ზესტაფონის მერია: ცხოვრების ჯანსაღი წესი ჩვენი არჩევანია

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიაში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის ამოქმედებას მხარს სრულად უჭერენ. მერის, კახაბერ მახათაძის ინიციატივით, კანონის უკეთ გაცნობის მიზნით, მერიის თანამშრომლები ახალგაზრდული პარლამანტის წევრებსა და საჯარო სკოლების უფროსკლასელებს შეხვდნენ. შეხვედრაზე, მოსწავლეებმა ამ კანონის მიმართ თავიანთ დამოკიდებულებაზე და ზოგადად, თამბაქოს მოხმარებაზე ისაუბრეს.

„მივესალმებით ამ კანონის ამოქმედებას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აკრძალვა არა მხოლოდ საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებს და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიას ეხება, არამედ ყველა დაწესებულებას, რომელიც 18 წლამდე ასაკის პირებისთვისაა განკუთვნილი. ასევე იკრძალება 18 წლამდე ასაკის პირთა შეხვედრაზეც“,-ამბობს მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე ლანა მალაღურაძე.

კახაბერ მახათაძემ მათ ჯანსაღი ცხოვრების წესის არჩევანი მოუწონა და კანონის აუცილებლობაზე ესაუბრა.

„არამწეველი ვარ და ამით, ასე მგონია, მხოლოდ ჩემს ჯანმრთელობას კი არა, ირგვლივ მყოფებსაც ვუფრთხილდები. რაც მთავარია მაგალითს ვაძლევთ მათ. იმედი მაქვს, ამ კანონის ამოქმედება შეამცირებს თამბაქოს მოხმარებას და მომავალი თაობა ცხოვრების ჯანსაღ წესს აირჩევს“,- აღნიშნა კახაბენ მახათაძემ.

შეხვედრის დასასრულს ახალგაზრდებმა მერიის წარმომადგენლებთან ერთად ანტინიკოტინური კამპანიის ამსახველი პოსტერები გააკრეს და ბუკლეტები დაარიგეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები