„საქართველოს სჭირდება სამეცნიერო ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა“

„ქვეყნის განვითარება მეცნიერების გარეშე წარმოუდგენელია, საქართველოს სჭირდება სამეცნიერო ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე განაცხადა, სადაც მეცნიერების განვითარების ერთიანი ხედვისა და სტრატეგიის შემუშავების გზებზე იმსჯელეს.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობამ საქართველოს მეცნიერების მდგომარეობის შესწავლა უკვე დაიწყო. 2 კვირაში მზად იქნება დოკუმენტი, რომელიც სამეცნიერო პოტენციალის შესახებ ინფორმაციას მოიცავს. პარალელურად დაიწყო კვლევითი დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზების მდგომარეობის შესწავლა. ეკონომიკურმა საბჭომ დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზეც იმსჯელა, მათ შორის განიხილეს რეგიონების ინტერნეტიზაციის გეგმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები