საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბი გადადგა

საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით გადადგა, – ამის შესახებ განცხადება საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროპის ჩემპიონატზე დაფიქსირებული სავალალო შედეგის შემდეგ, საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით გადადგა.
დავით ქევხიშვილი აცხადებს, რომ ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა უახლოეს მომავალში დასახელდება და საქართველოს ნაკრები სრული დატვირთვით მზადებას უკვე მსოფლიო ჩემპიონატისთვის დაიწყებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები