“იანვარ-მარტში ტურიზმიდან შემოსავლები წლიურად 28.8%-ით გაიზარდა და 560.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა”

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების პოზიტიურ დინამიკაზე ისაუბრა.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, პირველ კვარტალში დაფიქსირებულ ეკონომიკის 5.2%-იან ზრდაში მნიშვნელოვანი წილი ტურიზმის სექტორზე მოდის.
დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, გაიზარდა შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან, კერძოდ, მარტში ტურიზმიდან შემოსავლები წლიურად 31.3 პროცენტით (56.3 მლნ. აშშ დოლარით) გაიზარდა და 236.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების წვლილმა ეკონომიკურ ზრდაში დაახლოებით 3.3 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ამასთან, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან შემოსავლები წლიურად 28.8%-ით (125.5 მლნ. აშშ დოლარით) გაიზარდა და 560.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
რაც შეერხება, ვიზიტორების რაოდენობას, იანვარ-მარტში 15.5 პროცენტით გაიზარდა და 1,463.6 ათასი შეადგინა, მათ შორის ტურისტების რაოდენობა 28.2 პროცენტით გაიზარდა. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ვიზიტორების რაოდენობის ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: ესპანეთი (ზრდა 79%), გაერთიანებული სამეფო (53%), ნიდერლანდები (46%), გერმანია (27%), საფრანგეთი (24%) და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები