არჩილ თალაკვაძე: მადლობა ნდობისთვის, ჩვენ დამაჯერებლად გავიმარჯვეთ

მადლობა ნდობისთვის, ჩვენ დამაჯერებლად გავიმარჯვეთ,- ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ დაწერა.
დეპუტატმა “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატს გამარჯვება მიულოცა.
“მადლობა ნდობისთვის! ჩვენ დამაჯერებლად გავიმარჯვეთ! ვულოცავ ბატონ გივი ჭიჭინაძეს,- წერს თალაკვაძე.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, ვანისა და ხონის ოლქში ჩატარებულ შუალედურ არჩევნებში, 54 უბნის მონაცემებით, “ქართული ოცნების“ კანდიდატი გივი ჭიჭინაძე ლიდერობს.
შეგახსენებთ, რომ დღეს ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართა. არჩევნებში ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ – პარტია “ევროპული საქართველოს“ კანდიდატი გიგი უგულავა, პარტია “საქართველოს“ კანდიდატი გიორგი ლილუაშვილი, “ტრადიციონალისტების“ კანდიდატი ზურაბ ქართველიშვილი, „ახალი ქრისტიან-დემოკრატების“ კანდიდატი მამუკა ტუსკაძე, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი გივი ჭიჭინაძე და საინიციატივო ჯგუფის მაჟორიტარობის კანდიდატი ვასილ კოპალიანი.

ვანისა და ხონის გაერთიანებულ მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც ყოფილი მაჟორიტარი, გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები