ემზარ კვიციანი: პრეზერვატივებზე რომ ჩვენი წმინდანები დაახატეს, შეურაცხყოფა არ იგრძენით?!

რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის, სისხლის სამართლის დასჯადობასთან დაკავშირებულ საკუთარ ინიციატივაზე, ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების“ წევრმა ემზარ კვიციანმა, „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI“-ის დირექტორ ზვიად ტომარაძესთან ერთად, „კვირას’ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

კვიციანმა განმარტა, თუ რატომ დადგა აღნიშნული საკითხის დღის წესრიგში დაყენების საჭიროება.

ამასთან, ჟურნალისტები დაინტერესდნენ, როგორ უნდა განისაზღვროს, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს შეურაცხყოფად.
„ხშირად მესმის ჟურნალისტებისგან კითხვა – რა არის შეურაცხყოფა, ჩემგან უნდა ისწავლოთ რა არის შეურაცხყოფა?! – შეურაცხყოფა არის შეურაცხყოფა, – მაგალითად პრეზერვატივებზე რომ ჩვენი წმინდანები დაახატეს, შეურაცხყოფა არ იგრძენით? ეს ყველაფერი კეთდება არეულობისთვის, იმისთვის, რომ დაპირისპირება მოხედეს. ეს არის ქართველების გაერთიანების წინააღმდეგ გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯი, ხატები რომ არ შეურაცხყვეს, იმის გულისთვის 100 ათასი ადამიანი ეწამა და 100 ათასი მოწამე გვყავს. ეს იყო როდის და დღეს რა დაგვემართა?! რატომ არ უნდა დავიცვათ ჩვენი რელიგია, ამისთვის არის ეს კანონპროექტი, რომ სასამართლომ განსაზღვროს, რა არის შეურაცხმყოფელი და რა არა” – განაცხადა ემზარ კვიციანმა.

ცნობისთვის, ემზარ კვიციანი პარლამენტს სთავაზობს საკანონმდებლო პროექტს, რომლის მიხედვით, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები