რუსთაველის გამზირზე ახალი ხე-მცენარეები დაირგვება

დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური რუსთაველის გამზირზე ახალი ხე-მცენარეების დარგვას გეგმავს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, პარლამენტისა და მაგთის შენობის წინ მდებარე თარგებში ჯამში 12 ძირი ჩვეულებრივი უთხოვარი, 22 ძირი წვრილფოთოლა ბზა კულტივარი და 9 ძირი ფოტინია კულტივარი დაირგვება.

საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში, რუსთაველის გამზირზე უკვე დასრულდა ხეების სხვლა-ფორმირება, მოწესრიგდა არსებული მწვანე თარგები, გამოიწვალა 500 კვადრატული მეტრი მწვანე საფარი, მოეწყო სარწყავი სისტემები, დაირგო 11 124 ძირი ბეგონია, ტაგიტესი და იმპატიენსი, ასევე, ზოგიერთ მწვანე თარგში არსებული მცენარეები 50 ძირი მწვანე აუკუბათი და 20 ძირი ფოტოსპორუმით ჩანაცვლდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები