სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 200 კგ-ზე მეტი ხორცი დალუქა (ვიდეო)

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გლდანის აგრარული ბაზრების, შპს “მერკადოსა“ და შპს „სუზალას“ ხორცის სარეალიზაციო პავილიონების შემოწმებისას, ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცის რეალიზაციის ფაქტები გამოვლინდა. უწყების ცნობით, აღმოჩენილი დარღვევების გამო, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ, მავნე სურსათი კი დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად, განადგურდება.

„სულ დალუქულია მსხვილფეხა საქონლისა და ქათმის 200 კგ-ზე მეტი იმპორტირებული ხორცი. გარდა ამისა, შპს „მერკადოს“ ხორცის სარეალიზაციო პავილიონს, კრიტიკული შეუსაბამობების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა. 2018 წლის I კვარტლის მონაცემებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სახეობრივი კვლევისთვის ხორცისა და ხორცპროდუქტების 40 ნიმუში აიღო, რომელთაგანაც დარღვევა დაფიქსირდა 11 ნიმუშში. ამავე პერიოდში, სააგენტოს უფლებამოსილი პირების ზედამხედველობით, განადგურდა 7243 კგ ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცი და ხორცპროდუქტები“, – აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები