გიორგი კვირიკაშვილი ვიქტორ ორბანს და მის პარტიას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ ვიქტორ ორბანს და მის პარტიას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
საქართველოს მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა და ორმხრივი კავშირები კიდევ უფრო გაძლიერდება.
მილოცვის ტექსტთან ერთად გიორგი კვირიკაშვილი აქვეყნებს ქართულ საგალობელს, რომელსაც უნგრელი მომღერლები ასრულებენ.
“ეს ქართული საგალობელი, უნგრელი მომღერლების შესრულებით, ჩვენს ერებს შორის არსებული ხანგრძლივი მეგობრობის სიმბოლოა”, – წერს გიორგი კვირიკაშვილი “ტვიტერში”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები