ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვართ ნებისმიერ დროს მზად იმისთვის, რომ ვუმასპინძლოთ საქართველოს პრეზიდენტს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის თარიღთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა.
„ეს არის პრეზიდენტის მოხსენება, შესაბამისად, ინიციატივა არის მის მხარეს. მან უნდა შემოგვთავაზოს ჩვენ მოხსენების თარიღი და ჩვენ შეგვიძლია დაველოდოთ მხოლოდ და მხოლოდ ამ შემოთავაზებას და ჩვენ ვართ ნებისმიერ დროს მზად იმისთვის, რომ ვუმასპინძლოთ საქართველოს პრეზიდენტს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.