მამუკა მდინარაძე: საერთაშორისო პარტნიორებს დეტალურად ვაყენებთ საქმის კურსში ჩვენი დეოკუპაციის პოლიტიკის მიმართულებებზე
ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ჟენევაში ქართველი პარლამენტარები საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 138-ე ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე, საერთაშორისო პარტნიორებს დეტალურად აცნობენ ქვეყნის დეოკუპაციის პოლიტიკის მიმართულებებს.
„ვიზიტის ფარგლებში, ჩვენ ვცდილობთ, შევხვდეთ რაც შეიძლება მეტი ქვეყნის წარმომადგენლებს, რომ მათგან მივიღოთ საერთაშორისო მხარდაჭერა. ჩვენ ველაპარაკებით მათ პოლიტიკურ და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობაზე, ველაპარაკებით ოკუპაციის საკითხებზე და ვცდილობთ, რომ მაქსიმალური მხარდაჭერა მივიღოთ. განსაკუთრებით ამ საკითხში ჩვენ გვაქვს ძალიან პრინციპული პოზიცია. ისინიც იზიარებენ ამ პოზიციას. საერთაშორისო პარტნიორებს დეტალურად ვაყენებთ საქმის კურსში ჩვენი დეოკუპაციის პოლიტიკის მიმართულებებზე. ვფიქრობ, რომ იქნება ერთ-ერთი წარმატებული და შედეგიანი ვიზიტი ამ მიმართულებით”,-აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.