ქეთევან ციხელაშვილი: ჩვენი მთავარი ამოცანაა, შესაბამისი რეაგირება მოჰყვეს არჩილ ტატუნაშვილს გარდაცვალებას

“დღეს ყველანი უნდა ვიყოთ, პირველ რიგში, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის გვერდში. ამის შემდეგ, ჩვენი მთავარი ამოცანა გახლავთ ის, რომ ჩატარდეს სათანადო გამოძიება, იმისთვის, რომ შესაბამისი რეაგირება იყოს ამ უმძიმეს ფაქტზე”, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ტატუნაშვილისთვის ღირსეული პატივის მიგების შემდეგ, ხელისუფლების მთავარი ამოცანა მისი მკვლელების დასჯა იქნება.

“მეორე მხრივ, უნდა, ამოქმედდეს აბსოლუტურად ყველა ინსტრუმენტი, რომელიც გააჩნია საქართველოს ხელისუფლებას, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რათა მსგავსი ფაქტების და ზოგადად, ადამიანის უფლებების დარღევევის პრევენცია მოხდეს, რომელიც წლების განმავლობაში, ჩვენდა სამწუხაროდ, ხდება ჩვენს ტერიტორიაზე”, – განაცხადა ციხელაშვილმა.

შეგახსენებთ, არჩილ ტატუნაშვილს დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ. დაკრძალვის ცერემონიას პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები