გიორგი მარგველაშვილი: ამ საზოგადოებაში ღრიალის მიმართ მოთხოვნილება და მიდრეკილებაა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა “ფაბრიკაში”, სადაც გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის ინიციატივით, პლატფორმის – “დიალოგი მომავალ თაობასთან” ფარგლებში, ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა, საზოგადოებაში არსებულ ერთ-ერთ მთავარ პრობლემაზე – აგრესიაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც მან აღნიშნა, ამ საზოგადოებაში ღრიალის მიმართ მოთხოვნილება და მიდრეკილებაა.

“ძალადობა არის არც მანდატურის, არც მასწავლებლის, არც მთავრობის, ძალადობა არის საზოგადოების პრობლემა. ვინმეს თუ აქვს იმის ილუზია, რომ ძალადობას გააჩერებს მანდატური, მასწავლებელი, პოლიცია და ხელისუფლება, ელემენტარულად არ უნდა, რომ ამ რეალობას შეხედოს. ის აგრესიის კულტი, კულტი ერთმანეთის შეურაცხყოფის, ის პოპულარობა, რომელსაც იძენენ პერსონაჟები, რომლებიც არიან უარყოფითი და დამთრგუნველი რიტორიკის, ქმედების, გამომეტყველების მატარებლები – ეს ფაქტია ჩვენი საზოგადოების. ვინმეს თუ უნდა გაექცეს, ამოეფაროს და შინაგან საქმეთა მინისტრმა მიხედოს ამ ყველაფერს, მას ელემენტარულად არ უნდა პრობლემის დანახვა. ეს საზოგადოება ტაშს უკრავს აგრესიას. ამ საზოგადოებას ბევრად კარგად ესმის გინებით ნათქვამი, ვიდრე მშვიდად ნალაპარაკები. ამ საზოგადოებაში არის მოთხოვნილება და მიდრეკილება ღრიალის მიმართ. ქალთა ძალადობაზე როდესაც ვსაუბრობთ, ეს ქალები ის დედები არ არიან, რომელთა შვილებიც შემდეგ სკოლებში მიდიან! დავინახოთ, ვაღიაროთ ეს პრობლემა. ნუ ამოვეფარებით კლასიკურ განმარტებას, რომ მთავრობამ მიხედოს. მთავრობა რისთვისაა დაქირავებული? იმისთვის, რომ ჩვენ გვემსახუროს და ჩვენ მიერ მიცემული შეკვეთა შეასრულოს და ბღავილით რომ უყვირი ამ მთავრობას და აგრესიულად რომ ელაპარაკები მასაც, მასწავლებელსაც, შენი ოჯახის წევრსაც, შვილსაც, ეს გადადის ბავშვზეც და ყველაზეც”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები