შსს ზვიად დევდარიანის ყველა შესაძლო მსხვერპლს საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდას” ყოფილი გენერალური დირექტორის, ზვიად დევდარიანის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით, 2018 წლის 23 მარტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც ადევნებას გულისხმობს. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს.

მედიასაშუალებებით გავრცელებული მასალიდან არ ირკვევა შესაძლო დანაშაულის მსხვერპლთა ვინაობა. საქმის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად, სხვა საგამოძიებო მოქმედებებთან ერთად, მნიშვნელოვანია გამოძიებასთან თანამშრომლობა. შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა იმ პირს (როგორც მსხვერპლთ, ისე სხვა პირებს), რომელიც ფლობს ინფორმაციას გავრცელებულ ფაქტებთან დაკავშირებით, გამოკითხვის მიზნით, გამოცხადდეს საგამოძიებო ორგანოში (მისამართი – ქ. თბილისი, კორნელი ჩალაძის ქუჩა N1, ტელეფონის ნომერი – 2 41 42 62, ელექტრონული მისამართი – tbilisiadmin@mia.gov.ge).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები