დიმიტრი ქუმსიშვილი: ექსპერტიზის ჩასატარებლად, საერთაშორისო დამოუკიდებელ ექსპერტებს მოვიწვევთ

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, გუდაურში, საბაგიროზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საერთაშორისო დამოუკიდებელი ექსპერტები იქნებიან მოწვეული. დიმიტრი ქუმსიშვილი საძელეზე არსებულ ვითარებას პირადად ადგილზე გაეცნო. მინისტრის განცხადებით, საძელე საბაგიროს ექსპერტიზა ჩაუტარდება.

„მოწვეული იქნებიან არა მხოლოდ კომპანია „დოპელმაიერის” ექსპერტები, არამედ საერთაშორისო დამოუკიდებელი ექსპერტებიც. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ექსპერტიზა იყოს დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ ჩატარებული”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილი.

ამასთან ერთად, კომპანია „დოპელმაიერის” წარმომადგენლები უკვე მოდიან საქართველოში და ხვალ დილით იქნებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები