აკაკი ზოიძე, სამუშაო ვიზიტით, რუმინეთს ეწვევა

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე 11-14 მარტს, სამუშაო ვიზიტით, რუმინეთს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, აკაკი ზოიძე, თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის დანერგვის მიმართულებით, რუმინეთის გამოცდილებას გაეცნობა.
აკაკი ზოიძე შეხვედრებს რუმინეთის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ფლორინ ბუიკუსთან, რუმინეთის სახელმწიფო მდივანთან, რაედ არაფატთან, ჯანმრთელობის დაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებთან და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, დიანა პაუნთან გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები