ქალთა N5 პენიტენციურ დაწესებულებაში სარვამარტო ღონისძიებასთან დაკავშირებით ლიტერატურული საღამო გაიმართა

ქალთა საერთაშორისო დღის, 8 მარტის დღესასწაულთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5 პენიტენციურ დაწესებულებას წიგნების მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსის“ წარმომადგენლები ესტუმრნენ და ლიტერატურული საღამო გამართეს.

მსჯავრდებულებს კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორის“ გამარჯვებული შორენა ხუხუა, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, მწერალი ვახტანგ მოსიაშვილი შეხვდნენ და ლიტერატურაზე ესაუბრნენ. ღონისძიებას ასევე  ესწრებოდა ბიბლუსის წარმომადგენელი თინათინ ფეიქრიშვილი.

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის განცხადებით, წიგნი ააჩქარებს იმ დროს, რაც მსჯავრდებულებს ციხეში აქვთ გასატარებელი.

„მსჯავრდებულებთან სტუმრად მწერლები მოვიყვანეთ და მათ საჩუქრად წიგნები გადავეცით. პენიტენციურ დაწესებულებაში ადამიანს წიგნის კითხვისა და ფიქრის მეტი დრო აქვს. იმედია, საჩუქრად მოტანილი ლიტერატურა მათ  ციხეში ყოფნის პერიოდს შეუმსუბუქებს“,  –  განაცხადა „ბიბლუსის“ წარმომადგენელმა თინათინ ფეიქრიშვილმა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო პენიტენციურ დაწესებულებებში კულტურულ-შემეცნებით ღონისძიებებს აქტიურად ახორციელებს, რაც მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას უწყობს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები