თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის ცნობით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდება გლდანის რაიონში გურამიშვილის გამზირის, დავით სარაჯიშვილის გამზირის, გლდანისკენ მიმავალი მაგისტრალის, იპოლიტოვ-ივანოვის, ზარზმის, წყალსადენის, რომან ჭელიძის, ხევძმარის, შეშელიძის, ომარ ხიზანიშვილის, მახვილაძის და თემქის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება საბურთალოს რაიონს, კერძოდ: ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის და ჟღენტის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
კრწანისის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, გიორგი ნიკოლაძის, გულუას და ორთაჭალის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ნაძალადევის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გია რომელაშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
 
ანალოგიური მიზეზით 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის და გვაზაურის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 13:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა დიდგორის რაიონში სოფელი ოქროყანის მცხოვრებლებს.
 
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები