ავთანდილ თალაკვაძე: სასწრაფო დახმარების პერსონალის ანაზღაურება საჭიროა კიდევ გაიზარდოს

 გამოძახებათა 68%-ში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოძახების ადგილზე 15 წთ-ზე ნაკლებ დროში მიდის,- ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსმა ავთანდილ თალაკვაძემ განაცხადა.

“სასწრაფო სამედიცინო სამსახურის საქმიანობაზე განვიხილეთ აუდიტის სამსახურის შეფასებები და პარლამენტს ჩავაბარეთ ანგარიში. გვაქვს ხელშესახები პროგრესი.

გამოძახებათა 68%-ში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოძახების ადგილზე 15 წთ-ზე ნაკლებ დროში მიდის.

ყველა რეგიონს აქვს განახლებული ავტოპარკი, თანამედროვე მანქანები და აღჭურვილობა.

სამედიცინო პერსონალის სამუშაო პირობები და ანაზღაურება გაუმჯობესდა, თუმცა, ვინაიდან მიწოდებული სერვისის ხარისხი, სამედიცინო დახმარების სისწრაფე და ეფექტურობა იზრდება – მიგვაჩნია, რომ ჩვენი პერსონალის ანაზღაურება საჭიროა კიდევ გაიზარდოს.

ვაშენებთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების 40 ახალ ცენტრს, რომელთაგან 17 ცენტრის მშენებლობა უკვე ამა წლის მაისში უნდა დასრულდეს.

მინდა მადლობა გადავუხადო სასწრაფო სამედიცინო დახმარების თითოეულ თანამშრომელს – თქვენ ხართ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის სადარაჯოზე,- აღნიშნა თალაკვაძემ.

დღეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა და საფინასო-საბიუჯეტო კომიტეტის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი სამუშაო ჯგუფის ერთობლივი შეხვედრა გაიმართა , სადაც თბილისსა და რეგიონებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურების ფუნქციონირების („საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის” და თბილისის „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი” ) შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები