სოფიო კილაძე თურქეთის ელჩს შეხვდა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ფატმა სერენ იაზგანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა თურქეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრები თურქეთის მოქალაქეების უფლებების დაცვის საკითხი იყო. მხარეებმა ასევე თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.

„განვიხილეთ ძირითადი მიმართულებები ადამიანის უფლებების კუთხით, რითაც ორივე მხარე დაინტერესებულია და ასევე, თანამშრომლობის სამომავლო გეგმებიც. ჩვენთვის, მნიშვნელოვანია თურქეთი, მათ შორის იმ კუთხითაც, რომ   საქართველოს ბევრი მოქალაქე ყოველდღიურად თურქეთში შრომობს და ამით თავიან ოჯახებს ინახავენ. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ყველა საშუალება გამოვიყენოთ იმისთვის, რომ დავიცვათ ეს ადამიანები სხვადასხვა დარღვევებისგან. ეს იყო შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი  და მნიშვნელოვანი თემა. ასევე, ბევრი თურქი ეროვნების ადამიანი ცხოვრობს საქართველოში და მათი უფლებების დაცვა თურქული მხარისთვის, ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია.  ჩვენ ვიმუშავებთ იმაზე, რომ არც ერთი ადამიანის უფლება არ დაირღვეს”, – განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები