ზაქარია ქუცნაშვილის ინიციატივით, სნოში პატრიარქის დედის ხსოვნას პატივს მიაგებენ
დუშეთის, თიანეთის, ყაზბეგისა და ბაზალეთის მაჟორიტარი დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილის ინიციატივით, დედის დღის აღსანიშნავად, მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დედის ხსოვნას პატივს მიაგებენ.
როგორც ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, ეს არის სახალხო ინიციატივა, რომელშიც მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
„12:00 საათზე ნებისმიერ ადამიანს ვიწვევთ სოფელ სნოში, რომ ერთად მივაგოთ პატივი თანამედროვეობის ყველაზე დიდი ქართველის, მისი უწმინდესობის დედის ხსოვნას. შემოგვიერთდებიან ადგილობრივი მოხევეებიც და მეუფე იაგუდიელი პარაკლისს გადაიხდის“ – აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა.