გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტმა საქართველოს მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირებისგან თავშეკავება სთხოვა

მიმდინარე წლის 15 თებერვალს დემირელის კოლეჯის მენეჯერმა მუსტაფა ემრე ჩაბუქმა გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტში საჩივარი შეიტანა,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, იგი ჩივის, რომ თურქეთში მისი ექსტრადირების შემთხვევაში, მის მიმართ შესაძლოა დაირღვეს წამების წინააღმდეგ კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებული გარანტიები.

კერძოდ, მისი მტკიცებით, თურქეთში ექსტრადირების შემთხვევაში, ის შეიძლება დაექვემდებაროს წამებას.

“აღნიშნული კომიტეტის 2018 წლის 19 თებერვლის წერილით საქართველოს ეთხოვა, თავი შეიკავოს საქართველოდან თურქეთში მომჩივნის ექსტრადირებისგან, სანამ ეს საქმე გაეროს კომიტეტში განიხილება.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მოქმედმა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლის სამსახურმა გაეროს კომიტეტის 19 თებერვლის წერილი უკვე მიაწოდა საქართველოს მთავარ პროკურატურასა და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს,- წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიციის საკითხს ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლო იხილავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები