ბიძინა გეგიძე მოსამართლე ირაკლი შენგელიას: ასეთი განცხადებები არ ემსახურება სასამართლოს სანდოობის შექმნას
ესეთი შეუსაბამო განცხადებები არ ემსახურება სასამართლო სისტემის სანდოობის შექმნას,-აღნიშნული განცხადება ფრაქცია “ქართული ოცნება ძლიერი საქართველოსთვის” თავმჯდომარე ბიძინა გეგიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის ირაკლი შენგელიას განცხადების პასუხად გააკეთა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, იგი შენგელიას განცხადების რიტორიკით გაკვირვებულია.
“გაკვირვებული ვარ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის ირაკლი შენგელიას განცხადების რიტორიკით.
ოთხი დღის შემდეგ მას პრემიერის განცხადებაზე შეექმნა წარმოდგენა და შთაბეჭდილება, რომ ეს არის რაღაცის გათვალისწინებით გაკეთებული განცხადება და საბჭომ მიიღო ის გადაწყვეტილება რაც მიიღო, ვიზეც მიიღო და თითქოს მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კითხვები არ არის. ეს პასუხი გაცილებით მეტ კითხვებს ბადებს.
ესეთი არსებულ მოცემულობასთან შეუსაბამო განცხადებები არ ემსახურება სასამართლო სისტემის სანდოობის შექმნას. რაც უნდა იყოს ყველა ჩვენთაგანის ზრუნვის საგანი”,- განაცხადა ბიძინა გეგიძემ.