ბათუმში 28 წლის ქალს მატარებელი დაეჯახა

ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიაზე, განთიადის დასახლებაში, 28 წლის ქალს მატარებელი დაეჯახა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა, რომელიც სტაციონარში გადაყვანისას კონტაქტური იყო.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 275-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა სპეციალურად ევალება და რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები