ვაკის რაიონში კიდევ ერთი დასასვენებელი სივრცე და სპორტული მოედანი მოეწყობა
ვაკის რაიონში, სვანიძის ქუჩის N11-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცე და სპორტული მოედანი მოეწყობა, – ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, კომბინირებული სივრცე და სპორტული მოედანი 1 600 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსდება.
„ტერიტორიაზე დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი მოედანი, საქანელა სკამები, მოეწყობა ფიტნეს ზონა. სპორტული მოედნის მიმდებარედ, განთავსდება გულშემატკივართა პატარა ტრიბუნა. დასასვენებელი სივრცე განათდება და გამწვანდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.