არჩილ თალაკვაძე: ფაროსანას წინააღმდეგ სახელმწიფო და ფერმერი ერთ მხარეს დგანან

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ფაროსანასთან დაკავშირებით მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ფაროსანას წინააღმდეგ სახელმწიფო და ფერმერი ერთ მხარეს დგანან.

“ეს მწერი არის გამოწვევა ქვეყნის მასშტაბით და საჭიროა ერთიანი ძალებით შევაჩეროთ ზიანი, რომელსაც ფაროსანა აყენებს სოფლის მეურნეობას. მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და მთავრობამ მოგვაწოდა ინფორმაცია თუ რა გაკეთდა და რისი გაკეთება იგეგმება კიდევ ამ მიმართულებით, მთავრობა მუშაობს. მიმაჩნია, რომ ფაროსანას წინააღმდეგ საჭიროა მოხალისეთა კორპუსის მობილიზაცია და ერთიანი, მასშტაბური ღონისძიებების ჩატარება მისი ლიკვიდაციისთვის“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები