ილია მეორე: ეკლესია მართლმადიდებელი რომ არ ყოფილიყო, რა იქნებოდა საქართველო, ძნელი წარმოსადგენია

“ამ დღეს გადაწყდა, რომ მსოფლიო საპატრიარქომ სცნო საქართველოს დამოუკიდებლობა და პატრიარქის წოდება”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
უწმინდესმა მრევლს დღევანდელი დღესასწაული – მართმადიდებლობის ზეიმი მიულოცა.
“დღეს არის მართლმადიდებლობის ზეიმი. უფალი იესო ქრისტე ბრძანებს: კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას. დიდება უფალს, რომელმაც მოგვცა ჩვენ ეს უდიდესი საუნჯე – მართლმადიდებელი ეკლესია. ეკლესია მართლმადიდებელი რომ არ ყოფილიყო, რა იქნებოდა საქართველო, ძნელი წარმოსადგენია. ჩვენი ეკლესია არის მებრძოლი ეკლესია და ამ ეკლესიამ გადაარჩინა მართლმადიდებელი სარწმუნოება, ქართული კულტურა, ქართული ენა, დამწერლობა და ჩვენ დღეს მადლობას ვწირავთ უფალს. ამ დღეს გადაწყდა, რომ მსოფლიო საპატრიარქომ სცნო საქართველოს დამოუკიდებლობა და პატრიარქის წოდება. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. მართლმადიდებელი სარწმუნოება იყოს ჩვენი გზამკვლევი, ჩვენი გადამრჩენი”, – აღნიშნა პატრიარქმა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები